იორმუღანლოს პოლიციაში მოკლული არასრულწლოვნის მამას კითხავენ

იორმუღანლოს პოლიციაში მოკლული არასრულწლოვნის მამას კითხავენ . 14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ტრაგედია სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. 30 წლის კაცმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა, როცა ისინი სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილის სამზადისში იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.

მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.

მსგავსი თემები