რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 281 700 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 7 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 20 ჯავშანტექნიკა და 23 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

დაახლოებით 281 700;

ტანკი – 4 800;

ჯავშანტექნიკა – 9 102;

საარტილერიო სისტემა – 6 688;

სარაკეტო სისტემა – 808;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 541;

თვითმფრინავები – 316;

ვერტმფრენი – 316;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 185;

საკრუიზო რაკეტები – 1 530;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 073;

გემი/ნავი/კატარღა – 20;

წყალქვეშა ნავი – 1;

​სპეციალური აღჭურვილობა – 956.

მსგავსი თემები