პოტალას სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს – რეპორტაჟი ტიბეტიდან

ეს ტიბეტის დედაქალაქი ლასაა, სადაც მდებარეობს პოტალას სასახლე. ეს არის სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობს.

მისი სიმაღლე 3700 მეტრია. პოტალას სასახლე მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასახლეა. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალშია შეტანილი ჯოხანგის ტაძართან ერთად. პოტალას სასახლე ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა მთელ ტიბეტში.

ტიბეტელები საათის ისრის მიმართულებით დადიან პოტალას სასახლის გარშემო და ლოცვებს კითხულობენ. პოტალას სასახლე აშენდა 130 მეტრის სიმაღლის ბორცვზე. ბორცვიდან იშლება ულამაზესი ხედი მთელ ქალაქ ლასაზე. უძველესი ლეგენდების თანახმად, ბორცვზე არის რამდენიმე წმინდა გამოქვაბული.

ეკა გულუა ტიბეტიდან (ნაწილი 1)

ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

მსგავსი თემები