ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 88 შენობა დაზიანდა

6 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 88 შენობა დაზიანდა, მათგან 61 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, დაზიანდა 46 მანქანა.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრს დაარტყეს. რუსეთის თავდასხმებს 2 ადამიანი (10 წლის ბიჭი და მისი ბებია) ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

მსგავსი თემები