,,ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ… და ჩვენ გავიმარჯვებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

,,ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ…და ჩვენ გავიმარჯვებთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

,,მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ”, – თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.

მსგავსი თემები