ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს ასაცილებლად

ევროკომისია უნგრეთისთვის დაახლოებით 13 მილიარდი ევროს განბლოკვას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს ვეტო უკრაინის დახმარებაზე – ამის შესახებ ინფორმაციას ”პოლიტიკო” ავრცელებს.

კომისიას სჭირდება ბლოკის 27 ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის განახლებისთვის, რომელიც მოიცავს 50 მილიარდ ევროს უკრაინის დაფინანსებას.

უკრაინისათვის ევროკავშირის ამჟამინდელი დახმარება დეკემბერში იწურება და შეთანხმება უფრო აქტუალურია იმის ფონზე, რომ აშშ-მა დროებით შეაჩერა უკრაინის დაფინანსება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, ვიდრე უკრაინაში ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.

მსგავსი თემები