ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა – სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა იტალიაში, ვენეციის გარეუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტობუსი ესტაკადიდან, 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სარკინიგზო ლიანდაგს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

ვენეციის ოფიციალური პირის თქმით, ავტობუსს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.

,,ავტობუსში მყოფი ხალხი ცეცხლის ალში აღმოჩნდა”, – განაცხადა ვენეციის მეხანძრეთა ჯგუფის მეთაურმა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევას 15 ადამიანი გადაურჩა.

მსგავსი თემები