ისტორიაში პირვერლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა.
კევინ მაკარტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის იყო 8 რესპუბლიკელი, წინააღმდეგი კი იყო 210. რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 221 მანდატი აქვს, დემოკრატიულ პარტიას – 212.
მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ის უკმაყოფილო იყო მისი თანაპარტიელის კომპრომისზე წასვლით დემოკრატებთან, რომ უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე მაკარტი დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად, საიდუმლო გარიგებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეცვლის კევინ მაკარტს.