სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ძალიან დიდხანს გაჭიანურდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი. მისი თქმით, სანქციების მე-11  პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან დიდხანს გაჭიანურდა.

,,რუსეთზე სანქციების ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი, ძვირფასო პარტნიორებო. ეს, უპირველეს ყოვლისა, აშკარაა რუსი ტერორისტების მიერ დრონებით დარტყმებისა და საჰაერო დარტყმების მზარდი რაოდენობით. მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმისა და სქემის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ნებისმიერი მიწოდება, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდის საშუალებას აძლევს, უნდა შეწყდეს. ეს აშკარა ინტერესშია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვისაც სურს ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. და მე მადლობას ვუხდი მათ, ვინც უკვე აქტიურად გვეხმარება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში.

ასევე უნდა გააქტიურდეს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის შემუშავება. სანქციებში ნებისმიერი პაუზა ახანგრძლივებს რუსულ აგრესიას, და მე-11 სანქციების პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ძალიან დიდხანს გაჭიანურდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები