ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში – დაიღუპა ორი ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

22 წლის გოგოს და 35 წლამდე კაცის ავტომობილიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. შედეგად,  მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

 

მსგავსი თემები