პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს აფრთხილებს, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ

კონგრესის ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, პენტაგონი აფრთხილებს კონგრესს, რომ  მათ უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად სახსრები ეწურებათ.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა პალატისა და სენატის ლიდერებს განუცხადა, რომ 25,9 მილიარდი დოლარიდან, რომელიც კონგრესმა გამოყო უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის აღსადგენად, ახლა 1,6 მილიარდი დოლარი დარჩა. მისი თქმთ, მთლიანად ამოწურა კიევის ის გრძელვადიანი დაფინანსება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს თანხებს იარაღის სამომავლო მიწოდების ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსების გარეშე, აშშ იძულებული იქნება შეაჩეროს ან შეამციროს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, თვითმფრინავების და სპეციალური აღჭურვილობის მიწოდება.

მსგავსი თემები