კადიროვის 24 წლის შვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა

რამზან კადიროვის 24 წლის შვილი, აიშატ კადიროვა სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

,,მხარი დავუჭირე  ხუჩიევის [ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის] წინადადებას. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა გამოცდილება”, – წერს კადროვი.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. მისი ქმარი, აიშატ ვისხან მაწუევი კი , რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.

მსგავსი თემები