მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად – ზელენსკი

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად შეასრულებს ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას.

„ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები