ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები

ძლიერი წვიმა ოზურგეთში –  დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

 მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით”- ნათქვამია მერიის  განცხადებაში.

მსგავსი თემები