სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია.

6 აგვისტოს 7 წლის ლუკას გარდაცვალება დადასტურდა,  მოგვიანებით კი მაშველებმა ნატო ჭელიძის და  ანდრიას ცხედარიც იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა.

„დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს, შოვის ტრაგედიას, სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ: სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა, რაც უკვე დადასტურებულია. ალბათ, ყველანი მიხვდით, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ეს სწორედ ის ბავშვია, ვისაც მაშველებთან ერთად, მამამისიც ეძებდა და თან დაატარებდა ანასტასიას თოჯინას…

ნატო ჭელიძის, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილების პანაშვიდი გაიმართება 24-25 აგვისტოს. მისამართი: ჟიული შარტავას 45 , მესამე სადარბაზო ,მე-9 სართული. გასვენება შაბათს ქაშუეთის ეკლესიიდან, 14:00 საათზე.

ყველა სიტყვა უძლურია აქ უკვე, სამძიმრის გამომხატველი – გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ…“ – წერს ლაშა ბერულავა.

მსგავსი თემები