ევგენი პროგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი თავად მოაწერა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევგენი პროგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი თავად მოაწერა.

„აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისთვის სპეციალურ სასიკვდილო ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიები“ და პუტინის აბსურდული „საპატიო სიტყვა“. პრიგოჟინისა და ვაგნერის სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის“. მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის“,-  წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები