გიორგი დუდაშვილის, შოვში დაღუპულ მეუღლესა და შვილებს შაბათს დაკრძალავენ

ბოლო მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად  აღმოჩენილია 29 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

გიორგი დუდაშვილის, შოვში დაღუპულ მეუღლესა და სამ შვილს შაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია, ანასტასია, დუდაშვილების პანაშვიდი 24-25 აგვისტო. ჟიული შარტავას 45, მესამე სადარბაზო, მე-9 სართული. გასვენება შაბათს ქაშუეთუს ეკლესიიდან 14:00 საათზე”, – წერენ რაჭის ჯგუფში.

მსგავსი თემები