ძალადობისა და თვალთვალისთვის შსს-ს თანამშრომლები დააკავეს   

საქართველოს სამ რეგიონში –  აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა დეტექტივმა გ. ა.-მ, ქ. ბათუმში,…

მეტი...

ამერიკის ელჩის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელი, როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ. ის დაესწრო გასული წლის სამიტსაც, სადაც ყველა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო გარკვეული ვალდებულება. ეს სამიტი ამ ვალდებულებების გაგრძელებაა“ – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან. ელჩს ჯო ბაიდენის  მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე ჰკითხეს, რომელსაც საქართველოს მხრიდან სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს და არა პრემიერი. „როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე წარდგებიან ვიდეომიმართვით სამიტის მეორე დღეს, რომელიც გაიმართება ნიდერლანდებში. ვფიქრობ, ეს ასახავს ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის ვალდებულებას, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარდგენით, ასევე მთავრობის მხრიდან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს…

მეტი...

„მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა“- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის – კელი დეგნანის განცხადებით,  საქართველოს  მთავრობამ შეისმინა საკუთარი ხალხის ხმა და და გაიწვია კანონები, რაც მისასალმებელია. „ეს იყო ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, რომ მათ გააკეთეს მტკიცე არჩევანი, რომ მათი გზა არის ევროპა და ნებისმიერი რამ, რაც მათ ამ გზიდან ააცილებს, რაც მათ ამ გზიდან მიმართულებას შეაცვლევინებს, არ არის მისასალმებელი ქართველი ხალხისთვის.   ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია ეს კანონები. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვთვლით, რომ რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის მდიდარი წვლილი, რომელთა შეტანაც რეგიონებს შეუძლიათ მთავრობის პოლიტიკაში – თქვენი…

მეტი...

„ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ – ომბუდსმენი სააკაშვილზე  

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველს პირად კონტროლზე აჰყავს. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, არ უნდა განხორციელდეს რაიმე ისეთი ქმედება რომელიც მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. აღნიშნული განცხადებას მას შემდეგ გაკეთდა, რაც კლინიკა „ვივამედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც სააკაშვილის სხვაგან გადაყვანაზეა საუბარი. “არ ვიცი, კლინიკა  „ვივამედის“ განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, აქ საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მის მიმართ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.  კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან და…

მეტი...

„2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება“ – PSP ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს

საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. „ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის  სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი  ფასები ანუ თვითღირებულება. მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად. კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე…

მეტი...

,,ომბუდსმენის წარმომადგენელს ვთხოვე სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მისი მდგომარეობა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, ითხოვა სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ,,შევხვდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვინც მუშაობს ამ თემებზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველი – სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენელი შეხვდეს “ვივამედს”, რისგან გამომდინარე გაკეთდა ეს განცხადება. მეორე, ვაცნობე იმის შესახებ, რომ “ვივამედი” არ გვაძლევს ავადმყოფობის ისტორიებს, გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მისი მდგომარეობა. პასუხი იყო, რომ ამაზე მუშაობს ჯგუფი, ეს ჯგუფი შეიკრიბება და პასუხი გვეცოდინება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი...

,,9 აპრილს, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის”- ლევან ხაბეიშვილი

,,9 აპრილს, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

,,ვუყურებ და ვფიქრობ რამდენი დაგვრჩა, რამდენიმე საათი? ერთი დღე?”- გიული ალასანია

,,ჩვენ დრო არ გვაქვს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით,  მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა. ,,ჩვენ დრო არ გვაქვს. ჩემს შვილს, რომ ვუყურებ ვფიქრობ რამდენი დაგვრჩა, რამდენიმე საათი? ერთი დღე? ორი დღე? ეს მდგომარეობაა დღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა,”- განაცხადა გიული ალასანიამ მთავარი არხის ეთერში.

მეტი...

ვიზიარებ ლომჯარიას პოზიციას, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  განცხადებით, იზიარებს წინა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ სურს სააკაშვილის მიმართ, ისეთი ქმედება განხორციელდეს, რამაც შესაძლოა სააკაშვილის მდგომარეობა დაამძიმოს. ,,მე არ ვიცი “ვივა მედის” განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს…

მეტი...

ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ – ”იმედი”

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ. რაც შეეხება გიორგი ხელაშვილს, ის  მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.  

მეტი...

,,ივანიშვილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა” – გიორგი გახარია

,,ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა,”- ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ”ტვიტერზე” წერს. მისი თქმით, გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ,,მივესალმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დროულ ვიზიტს საქართველოში. ნაცვლად იმისა მთავრობამ დაამტკიცოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების ნამდვილი ნება და გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ…

მეტი...

,,მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები”- იოსელიანი სააკაშვილის ადვოკატზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ვერ შეხვდება. მისი თქმით, ვიზიტი არის დაუგეგმავი  და ფიზიკურად ვერ შეხვდება. ,,ეს ვიზიტი არის დაუგეგმავი, მე უბრალოდ მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები. მაგრამ მე ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს და ისინი აუცილებლად შეხვდებიან და მოუსმენენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. თქვენ იცით, რომ მე კვირას შევხვდი მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში”, ასევე შევხდი გიული ალასანიას და ვესაუბრე მას. ასევე მე “ვივა მედს” ვთხოვე კლინიკას მიხეილ სააკაშვილის შესახებ დოკუმენტაცია და იმავე დღესვე გადავაგზავნე კონსილიუმთან, ასევე მე ორი დღის წინ გავმართე შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან და მათ…

მეტი...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ,,რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

პრინცმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს – პრინცი უილიამი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

პრინცი უილიამი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. უელსის პრინცის სპიკერის განცხადებით,  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და მის გავლენაზე პოლონურ საზოგადოებაზე. “უელსის პრინცმა ისარგებლა შემთხვევით და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს აქ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.” – განაცხადა სპიკერმა.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა. ზელენსკი ადგილობრივებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფრის აღდგენას, რაც რუსმა დამყრობლებმა გაანადგურეს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკეში, სადაც უამრავი სახლი, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ეცდება, ძირითადი სამუშაოები ზამთრის დადგომამდე შესრულდეს. „ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა  სახელმწიფო ჯილდოები გადასცა  უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის თავდაცვაში მონაწილეობენ.  

მეტი...

,,ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ”- ხვიჩა კვარაცხელია

,,ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“,- ამის შესახებ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდის ავრცელებს. „მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს. ამიტომ ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი…

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს. აღნიშნულის შესახებ კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ აღარ გვაქვს რუსეთთან ასეთი დიდი ვაჭრობა, თუმცა ვაჭრობა გვაქვს მესამე ქვეყნებთან. საკითხავია, მიდის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილად მესამე ქვეყნებში, თუ რუსეთი იყენებს ამ ტრანზიტს თავის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის დასჯადობაზე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია, ასევე განვიხილოთ სანქციების შემდეგ პაკეტი. თუმცა ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ გვერდის ავლის შესაძლებლობები“, – აღნიშნა კაია კალასმა.…

მეტი...

კობახიძის განცხადებები შუღლის გაღვივებისკენ არის მიმართული – ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები  შუღლის გაღვივებისკენაა მიმართული. სამნიძე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ, ტარიელ ნაკაძესთან დაკავშირებულ განცხადებას. ,,ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვას. რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული და პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია და გამოცხადდნენ, თურმე მძიმე რეპუტაციის ადამიანებად”, – განაცხადა სამნიძემ.

მეტი...

,,ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად, ჭამს საკუთარ სხეულს”- გიული ალასანია

,,ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი მხოლოდ ცუდს ელოდება. ,,რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს, უკვე რამდენი ხანია. დღიდან მისი ჩამოსვლისა კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არაფერი არ მიუღია. არაფერი კარგი არ ახსოვს, აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს. ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა…

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, გამოსავალი ექსპრეზიდენტის ჰუმანიტარული მისიით გაყვანაა სხვა ქვეყანაში. ,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც. საავადმყოფო ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველჰყოფთ მის ჯანმრთელობას. აქედან არის ერთი გამოსავალი მხოლოდ – მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რაც შეეხება ჭორებს, ან სურვილს, რომ რუსულმა ოცნებამ პრეზიდენტი სააკაშვილი დააბრუნოს ან რუსთვის ციხეში, ან გლდანის დაწესებულებაში, ცხადია, ამის გაფიქრებაც კი არის სერიოზული პრობლემა ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნებისთვის”,- განაცხადა ლევან…

მეტი...

,,დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. „სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი. ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს…

მეტი...

,,ციხეში რომ გადაიყვანონ, 2-3 დღეში მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება”- მიხეილ სააკაშვილის ძმა

,,მიშა რომ გადაიყვანონ სიტყვაზე ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 დღეში მისის სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ”მთავარ არხს” განუცხადა. ,,ფაქტობრივად აღიარეს, რომ მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უნდათ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და მიმართავენ პენიტენციურ სისტემას, თქვენ გადაწყვიტეთ. ფაქტობრივად თქვეს, რომ დააბრუნეთ ციხეში, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიშა რომ გადაიყვანონ სიტყვაზე ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 დღეში მისის სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მეტი...

,,განვლილი ერთი წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციებს დარღვევის არცერთი ფაქტი”- ლაშა ხუციშვილი

,,საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციებს დარღვევის არცერთი ფაქტი საქართველოში – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა  პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით,  საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. ,,აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,…

მეტი...

,,სარკე არ გაქვს სახლში?”- ბადრი ესებუა მოწმეს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ ესებუას ცხოველი უწოდა. რაზეც ბრალდებულმა უპასუხა: “სარკე არ გაქვს სახლში?”  

მეტი...

,,რეალობას აცდენილია ეს ადამიანი”- კახა კალაძე ანალენა ბერბოკზე

თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის,  ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რეალობასაა აცდენილი. ,,აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ეს არის ოპოზიცია”, – აღნიშნა კახა კალაძემ. ,,ვხედავთ…

მეტი...

,,სამადაშვილი ისევ მტრობს თავის ქვეყანას”- ირაკლი ზარქუა

,,ქალბატონი სამადაშვილი ისევ მტრობს თავის ქვეყანას,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ,,ქალბატონი სამადაშვილი ისევ მტრობს თავის ქვეყანას. ისევ იმ ნარატივს აგრძელებს, რომ თურმე, საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება – პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მეტი...

კომპანიების ნაწილმა ონკოლოგიურ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს – სამინისტროს განცხადება

მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ,,კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს,…

მეტი...

„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია. „გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით. სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანაში ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო – ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია“, –…

მეტი...

,,ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება, ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“- გიული ალასანია

,,ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. აქ ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ”ჩამოსვლის დღიდან, სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, კარგი არაფერი ახსოვს.” „რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც უკან ამოიღო. რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, აი, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ხედავს, რომ მის თვალწინ ეღუპება პაციენტი. ჩამოსვლის…

მეტი...

მივესალმებით პირდაპირ ფრენებს და უვიზო მიმოსვლას რუსეთთან – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლას მიესალმება. „თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას”- კახა კალაძე

,,სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში. ,,ახალი არაფერი ხდება, ეს ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაანახოს საზოგადოებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა არის ცუდი. რეალურად არის ის, რომ ადამიანი არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორაჟს, ძალიან მარტივია. შეიძლება “ვივამედში” დამზადებული საკვები არ მიიღოს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს…

მეტი...

„მზად ვართ, ქარხანა 19,5 მილიონად გამოვისყიდოთ“ – „თბილისი ტრანსფერი“ „საქართველოს ბანკს“ გარიგებას სთავაზობს  

კომპანია  „თბილისი ტრანსფერის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა „საქართველოს ბანკს“ სთავაზობს, საკუთარი სიტყვები საქმით განამტკიცოს და ელმავალმშენებელი ქარხანა იმ თანხად მიყიდოს, რა თანხაც აუქციონში გადაიხადა. როგორც ჭითანავა აცხადებს, სწორედ ეს იქნება ერთადერთი დამადასტურებელი იმისა, რომ „საქართველოს ბანკს“ ელმავალმშენებელი ქარხნის ყიდვა არ უნდოდა და ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა. „სს ელმავალმშენებლის ქონების აუქციონთან დაკავშირებით შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე სს საქართველოს ბანკთან გვაქვს შემდეგი მიმართვა. თქვენი განცხადებიდან ირკვევა, რომ სს ელმავალმშენებლის ქონება შეიძინეთ აუქციონზე რადგან კარგავდით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მზად ვართ გადავიხადოთ თქვენს მიერ აუქციონზე გადახდილი თანხა 19,5 მლნ ლარის ოდენობით და გამოვისყიდოთ ქარხნის ქონება. თქვენი…

მეტი...

მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა – ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, განცხადა, რომ 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში  8.4%-იანი ზრდა). მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ არსებული დადებითი დინამიკა, მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება და შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა. „რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება…

მეტი...

,,თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და კუთხეში დადგეს”- ირაკლი კობახიძე

დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა ეკუთვნის. „ეს არის ზუსტად „იმერული ესკიზები“. ზოგადად, შეიძლება, არ იყოს კარგი, რომ პარლამენტში ასეთი ინციდენტებია, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატი შემოდის, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე, რომელიც სხვა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, ეს მიუღებელია. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური. ვთქვი, რომ ძალადობას…

მეტი...

,,ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. ,,იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 ენჯეო, ეს არიან ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი. მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა,…

მეტი...

,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი”- ირაკლი კობახიძე

,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე. „ასევე, თვითდაზიანებაზე არის პასუხისმგებელი უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან, ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ არის თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...