,,სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, გამოსავალი ექსპრეზიდენტის ჰუმანიტარული მისიით გაყვანაა სხვა ქვეყანაში.

,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც. საავადმყოფო ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველჰყოფთ მის ჯანმრთელობას. აქედან არის ერთი გამოსავალი მხოლოდ – მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. რაც შეეხება ჭორებს, ან სურვილს, რომ რუსულმა ოცნებამ პრეზიდენტი სააკაშვილი დააბრუნოს ან რუსთვის ციხეში, ან გლდანის დაწესებულებაში, ცხადია, ამის გაფიქრებაც კი არის სერიოზული პრობლემა ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნებისთვის”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები