,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი”- ირაკლი კობახიძე

,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე.

„ასევე, თვითდაზიანებაზე არის პასუხისმგებელი უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან, ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ არის თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები