კობახიძის განცხადებები შუღლის გაღვივებისკენ არის მიმართული – ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები  შუღლის გაღვივებისკენაა მიმართული. სამნიძე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ, ტარიელ ნაკაძესთან დაკავშირებულ განცხადებას.

,,ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვას. რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული და პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია და გამოცხადდნენ, თურმე მძიმე რეპუტაციის ადამიანებად”, – განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი თემები