,,ომბუდსმენის წარმომადგენელს ვთხოვე სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მისი მდგომარეობა”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა. მისი თქმით, ითხოვა სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

,,შევხვდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვინც მუშაობს ამ თემებზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველი – სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენელი შეხვდეს “ვივამედს”, რისგან გამომდინარე გაკეთდა ეს განცხადება. მეორე, ვაცნობე იმის შესახებ, რომ “ვივამედი” არ გვაძლევს ავადმყოფობის ისტორიებს, გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახონ მისი მდგომარეობა. პასუხი იყო, რომ ამაზე მუშაობს ჯგუფი, ეს ჯგუფი შეიკრიბება და პასუხი გვეცოდინება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები