,,ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება, ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“- გიული ალასანია

,,ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. აქ ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ”ჩამოსვლის დღიდან, სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, კარგი არაფერი ახსოვს.”

„რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც უკან ამოიღო. რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, აი, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ხედავს, რომ მის თვალწინ ეღუპება პაციენტი. ჩამოსვლის დღიდან, ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს და ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. სხვათა შორის, რითაც ვამაყოფდით, ეს ქვეყანა რითაც ამაყობდა, გახდა მსოფლიოში ცნობილი და რითაც დღემდე ჯერ კიდევ ამაყობენ, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში, მისი მითითებით და მისი იდეებით. მე ვხედავ, რომ ბევრისთვის, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაგები, ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. აქ ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები