,,განვლილი ერთი წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციებს დარღვევის არცერთი ფაქტი”- ლაშა ხუციშვილი

,,საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციებს დარღვევის არცერთი ფაქტი საქართველოში – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა  პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით,  საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

,,აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები” განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

მსგავსი თემები