,,მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები”- იოსელიანი სააკაშვილის ადვოკატზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ვერ შეხვდება. მისი თქმით, ვიზიტი არის დაუგეგმავი  და ფიზიკურად ვერ შეხვდება.

,,ეს ვიზიტი არის დაუგეგმავი, მე უბრალოდ მთელი დღე მაქვს გაწერილი და ფიზიკურად ვერ შევხვდები. მაგრამ მე ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს და ისინი აუცილებლად შეხვდებიან და მოუსმენენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. თქვენ იცით, რომ მე კვირას შევხვდი მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში”, ასევე შევხდი გიული ალასანიას და ვესაუბრე მას. ასევე მე “ვივა მედს” ვთხოვე კლინიკას მიხეილ სააკაშვილის შესახებ დოკუმენტაცია და იმავე დღესვე გადავაგზავნე კონსილიუმთან, ასევე მე ორი დღის წინ გავმართე შეხვედრა კონსილიუმის წევრებთან და მათ კიდევე ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია”, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები