„მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა“- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის – კელი დეგნანის განცხადებით,  საქართველოს  მთავრობამ შეისმინა საკუთარი ხალხის ხმა და და გაიწვია კანონები, რაც მისასალმებელია.

„ეს იყო ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, რომ მათ გააკეთეს მტკიცე არჩევანი, რომ მათი გზა არის ევროპა და ნებისმიერი რამ, რაც მათ ამ გზიდან ააცილებს, რაც მათ ამ გზიდან მიმართულებას შეაცვლევინებს, არ არის მისასალმებელი ქართველი ხალხისთვის.   ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია ეს კანონები. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვთვლით, რომ რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის მდიდარი წვლილი, რომელთა შეტანაც რეგიონებს შეუძლიათ მთავრობის პოლიტიკაში – თქვენი გამოწვევები, თქვენი პრიორიტეტები, თქვენი ოცნებები უნდა იყოს წარმოდგენილი თბილისში“ – აღნიშნა კელი დეგნანმა მედიასთან.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ისინი მოქალაქეებს პირობების გაუმჯობესებაში ეხმარებიან.

„ისინი არიან ქართველები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს. თუ აშშ-ს შეუძლია მხარდაჭერა და დახმარება, ჩვენ მოხარული ვართ, ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მოგზაურობისას გავსაუბრებოდი, დავინახე ნამდვილი ვნება, ერთგულება და თავდადება. რეგიონებში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი თემები