„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია.

„გუბაზ სანიკიძე ანტიევროპის სახეა საქართველოში – თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით. სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, ვინც ყველაფერს ანტიევროპულს განასახიერებს თავისი საქმიანობით, როცა იყო საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანაში ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო – ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროპულ ინტეგრაციასთან კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები