ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა. ზელენსკი ადგილობრივებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფრის აღდგენას, რაც რუსმა დამყრობლებმა გაანადგურეს.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკეში, სადაც უამრავი სახლი, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ეცდება, ძირითადი სამუშაოები ზამთრის დადგომამდე შესრულდეს.

„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა  სახელმწიფო ჯილდოები გადასცა  უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის თავდაცვაში მონაწილეობენ.

 

მსგავსი თემები