მივესალმებით პირდაპირ ფრენებს და უვიზო მიმოსვლას რუსეთთან – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლას მიესალმება.

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები