,,რეალობას აცდენილია ეს ადამიანი”- კახა კალაძე ანალენა ბერბოკზე

თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის,  ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რეალობასაა აცდენილი.

,,აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ეს არის ოპოზიცია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

,,ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევაა”- ბერბოკი

 

მსგავსი თემები