რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა დასჯადი უნდა გახდეს. აღნიშნულის შესახებ კალასმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ აღარ გვაქვს რუსეთთან ასეთი დიდი ვაჭრობა, თუმცა ვაჭრობა გვაქვს მესამე ქვეყნებთან. საკითხავია, მიდის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილად მესამე ქვეყნებში, თუ რუსეთი იყენებს ამ ტრანზიტს თავის სასარგებლოდ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სანქციების გვერდის ავლის დასჯადობაზე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია, ასევე განვიხილოთ სანქციების შემდეგ პაკეტი. თუმცა ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, აღმოვფხვრათ გვერდის ავლის შესაძლებლობები“, – აღნიშნა კაია კალასმა.

 

მსგავსი თემები