ამერიკის ელჩის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელი, როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ. ის დაესწრო გასული წლის სამიტსაც, სადაც ყველა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო გარკვეული ვალდებულება. ეს სამიტი ამ ვალდებულებების გაგრძელებაა“ – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

ელჩს ჯო ბაიდენის  მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე ჰკითხეს, რომელსაც საქართველოს მხრიდან სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს და არა პრემიერი.

„როგორც ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე წარდგებიან ვიდეომიმართვით სამიტის მეორე დღეს, რომელიც გაიმართება ნიდერლანდებში. ვფიქრობ, ეს ასახავს ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის ვალდებულებას, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარდგენით, ასევე მთავრობის მხრიდან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აქვს თავისი დემოკრატიის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები