„ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ – ომბუდსმენი სააკაშვილზე  

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველს პირად კონტროლზე აჰყავს. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, არ უნდა განხორციელდეს რაიმე ისეთი ქმედება რომელიც მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

აღნიშნული განცხადებას მას შემდეგ გაკეთდა, რაც კლინიკა „ვივამედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც სააკაშვილის სხვაგან გადაყვანაზეა საუბარი.

“არ ვიცი, კლინიკა  „ვივამედის“ განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, აქ საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მის მიმართ ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.  კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან და  მე ვიზიარებ იმ პოზიციას. ის სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა დარჩეს. უახლოეს მომავალში აღარ ვგეგმავ მის მონახულებას, რადგან ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, რომ ისევ მე შევიდე. უფრო მნიშვნელოვანია, ის ადამიანები შევიდნენ, ვინც მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს ახდენენ“ – აცხადებს ლევან იოსელიანი.

 

მსგავსი თემები