,,ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ”- ხვიჩა კვარაცხელია

,,ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“,- ამის შესახებ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური გვერდის ავრცელებს.

„მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს. ამიტომ ბავშვებს მინდა მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

მსგავსი თემები