,,ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად, ჭამს საკუთარ სხეულს”- გიული ალასანია

,,ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მხოლოდ ცუდს ელოდება.

,,რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. 2 ლუკმა ჩაიდო და ისიც ამოიღო უკან. ჭამს საკუთარ სხეულს, უკვე რამდენი ხანია. დღიდან მისი ჩამოსვლისა კარგი ამ ქვეყანაში ამ ადამიანს არაფერი არ მიუღია. არაფერი კარგი არ ახსოვს, აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს. ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითიც ამაყობდა, რითიც გახდა ცნობილი და დღემდე სხვათა შორის რითაც ამაყობენ ინერციით, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები