,,რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა რღვევას იწყებს“- რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა ირღვევა. „რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. ხვალინდელი სამიტის გათვალისწინებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა უკვე რღვევას იწყებს“, – განაცხად გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებს, ევროკავშირის ლიდერები 30 და 31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას განიხილავენ. არსებული ცნობით, სანქციები მოიცავს ნავთობის ემბარგოს და პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დაჩქარებას.

მეტი...

,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციები მოიხსნება”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია დასავლეთის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ  დაწესებული სანქციების მოხსნა უახლოეს მომავალში. სერგეი ლავროვის თქმით, სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. ,,დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება, რომელიც დამოუკიდებლადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უპირობო პრიორიტეტია. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს. სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა…

მეტი...

,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, ჩვენ ვიბრძვით და დავიბრუნებთ”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები. მისი თქმით,  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტის აღება მომავალში ბევრ პრობლემას შექმნის. ამასთან, ვერეშჩუკის განცხადებით, ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ,,ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა,” – აღნიშნავს  ვერეშჩუკი.

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზის გამოს, პრემიერი ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში ვერ შედგება. ,,რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი ? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს…

მეტი...

,,ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში” – მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო არ არის ვალდებული თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, რუსეთმა თავისი ქმედებებით, 25 წლის წინ ნატო-სთან ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ თავადვე გაანადგურა. „აიღეს ვალდებულება, არ დასხმოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ და ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციები გაემართათ, რასაც არ აკეთებენ. ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში. არანაირად არ არის შეზღუდული აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერი პოზიციის შესაქმნელად,”- განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მეტი...

,,ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

,,პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს ძალიან სასიხარულო დღეა, ფაქტია სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა,” – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან. ,,მას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების  აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელოვა…

მეტი...

,,ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან  ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ…

მეტი...

,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რთული და კომპლექსური საკითხია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსული ნავთობის შეძენაზე, პუტინი მოძებნის სხვა ბაზარს და ამით, შესაძლოა უფრო მეტი სარგებელიც მიიღოს. ,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. ჩვენ, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს, მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ…

მეტი...

„სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ სევეროდონეცკში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ქალაქის სრული ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს ოკუპანტთან საბრძოლველად. „სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის. მათ არ აინტერესებთ, რამდენი სიცოცხლის გადახდა მოუწევთ ბულვარზე რუსული დროშის აღმართვის მცდელობისთვის. რა მწარედ ჟღერს ეს სახელი ახლა – ხალხთა მეგობრობის 32, სადაც მდებარეობს სევეროდონეცკის ადმინისტრაცია. რუსეთმა შეკრიბა ძალიან დიდი ძალები ჩვენს დონბასში, ძალიან მოემზადა იქ შეტევისთვის. ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს. მშვიდობა მართლაც პირველი სამიზნეა რუსეთისთვის. ჩვენ…

მეტი...

ევროკავშირი ეცდება, რუსეთიდან ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება დღეს მოხდეს

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს დღეს განიხილავენ. აღნიშნული საკითხი, განცხადებების მიუხედავად, ამ დრომდე ღიად რჩება. კერძოდ, შეთანხმება მიღწეული არ არის. დიპლომატები აღნიშნულ საკითხზე დღეს იმსჯელებენ, და იმედი აქვთ, რომ შეთანხმებამდეც მივლენ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ,  ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ. პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა. მიზეზი კი შემდეგი იყო – რომ, ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არ არის. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა სლოვაკეთმა და ჩეხეთმა. ევროკავშირის წევრები საკითხს დღეს მიუბრუნდებიან.

მეტი...

პოლონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული მხარის თანხმობის შემთხვევაში, პოლონეთი მზადაა, უკრაინის  უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი გახდეს. „რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვი მაში დაბომბა, როცა იქ პრეზიდენტი იმყოფებოდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვი დაბომბა. ეს კი სწორედ მაში მოხდა. როდესაც ხარკოვში უკრაინის  პრეზიდენტი ზელენსკი იმყოფებოდა. რუსულმა მხარემ ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილი დაბომბა. კერძოდ კი სოფელი ჟუკოვსკი. დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში გუშინ იმყოფებოდა. დაბომბვა კი მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოხდა.

მეტი...

„უკრაინის ნატო-ში შეყვანა საფრთხის შემცველია, დასავლეთი არაერთხელ გავაფრთხილეთ“ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე ისევ ალიანსის გაფართოების საშიშიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რუსეთი უკრაინაში ოპერაციას აგრძელებს და დონბასი უნდა გათავისუფლდეს. „დონბასის გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მსვლელობისას. დარჩენილი ტერიტორიების მცხოვრებლებმა, სადაც ოპერაცია ტარდება, თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას – პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში, სადაც აკრძალულია რუსული განათლება, მედია, კულტურა თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს“ – აცხადებს სერგეი ლავროვი. ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ…

მეტი...

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსის წევრობას ისევ არ თანხმდება

„მანამ, სანამ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის მეთაურია, ჩვენ ნამდვილად ვერ ვეტყვით „დიახ-ს“ იმ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ“ – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი. პრეზიდენტი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და მისი დათანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისი თქმით, ანკარა ვერ დათანხმდება მათი ნატოში გაწევრიანების განაცხადს. ერდოღანი უარის მიზეზად ტერორისტების მფარველობას და მათთან ალიანსს ასახელებს.  

მეტი...

მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს 4000 კვადრატული მეტრი მიწა ეკუთვნის

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, საქართველოს სახელით, მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ  ეს…

მეტი...

პრემიერი იორდანიის მეფეს შეხვდა

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. “შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

მეტი...

ზაალ უდუმაშვილი ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ის ჟურნალისტიკაში ბრუნდება. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება. „ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი.  დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ…

მეტი...

თბილისში 5 ტრანსგენდერი ქალი სცემეს

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მიზეზი ინტიმური ურთიერთობა გახდა. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში მოხდა. როგორც ერთ-ერთი ტრანსგენდერი აცხადებს, ინციდენტი მასთან სახლში მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირი სახლში ესტუმრა და მომსახურება მოსთხოვა. შემდეგ კი  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა და ადგილზე რამდენიმე ადამიანი მიიყვანა. დაზარალებულის ინფორმაციით, 30-მდე კაცმა მათზე ფიზიკურად იძალადა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.  

მეტი...

ტურისტული თვითმფრინავი გაუჩინარდა

თვითმფრინავი, რომელიც 19 მგზავრისგან და ეკიპაჟის სამი წევრისგან შედგებოდა, გაუჩინარდა. შემთხვევა ნეპალში მოხდა. Tara Air-ის თვითმფრინავი, ქალაქ პოხარადან ნეპალის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა. სამძებრო ოპერაციებში ნეპალის არმია ჩაერთო, თუმცა, ამ დრომდე, თვითმფრინავის კვალს ვერ მიაგნეს.  

მეტი...

„90%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, 15%-ს ღვიძლის გადანერგვა“ – ბავშვებში გავრცელებული ჰეპატიტი

ბავშვთა ახალი ჰეპატიტის უკვე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს,  აღნიშნული ჰეპატიტი ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია და კვლევებში არ ვლინდება. „ბავშვთა ჰეპატიტი ძალიან სპეციფიკურ ჯგუფში, ძირითადად გავრცელებულია 1-დამ 16 წლამდე ბავშვებში. მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებით მიდის. 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ახასიათებს სიყვითლე, გულის რევა, ღებინება. საინტერესოა, რატომ გახდა  პრობლემა? ჯერ ერთი, ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია, რომ  ყველა აქამდე არსებულ ჰეპატიტებს შორის A, B, C ჰეპატიტი, რაზეც ბავშვებს კვლევებს უტარებენ,  არ ვლინდება. სხვა ახალი ინფექციითა გამოწვეული. მეორე ის, რომ გართულებების სიხშირე საკმაოდ მაღალია. 90%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 10-დან 15%-მდე დასჭირდა ღვიძლის გადანერგვა.…

მეტი...

უკრაინა ისევ იარაღის მიწოდებას ითხოვს და პარტნიორებს მიმართავს

უკრაინაში საომარი მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ზელენსკი კი ისევ პარტნიორებს მიმართავს და იარაღით დახმარებას ითხოვს. „ყოველ დღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – აცხადებს პრეზიდენტი. ზელენსკი მსოფლიოს ისევ სთხოვს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ: ​„ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის…

მეტი...

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე უარს ვერ ამბობს

ევროკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარი ეთქვათ, ეს არ გამოდის. ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. „თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და გამოიმუშავებს უფრო მეტს“, – აცხადებს აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

„ეს ადამიანი მალე აღარ იქნება და მერე კვლევებს რა აზრი აქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში საკუთარი შვილი, მიხეილ სააკაშილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მდგომარეობა ისევ რთულია და სასწრაფოდ უცხოეთში გადაყვანა სჭირდება. „მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის. მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით.  ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აღნიშნა გიული ალასანიამ.  

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია რუსეთს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებას სთხოვენ

ფრანგული მხარე ადასტურებს, რომ გერმანიასთან ერთად პუტინთან ჰქონდათ კომუნიკაცია და „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მებრძოლების დაბრუნება სთხოვეს. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  პუტინთან სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და კანცლერმა ოლაფ შოლცმა „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, მათ პუტინთან საუბრისას დააფიქსირეს პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და განახლდეს დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისთან. „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახლოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- აცხადებს ფრანგული მხარე.  

მეტი...

მცხეთასთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთასთან ავტოავარია მოხდა. მიკროავტობუსი  ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებსაც დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ. ​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.  

მეტი...

გერმანიას იარაღთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია

გერმანიის მხარის განცხადებით, ქვეყანა, იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სურვილს ვერ შეასრულებს. როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რესურსი უკვე ამოწურულია. „გერმანიას არ შეუძლია უკრაინის ყველა სურვილის დაკმაყოფილება,  რადგან ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. ვფიქრობ, ბრალდება იმის შესახებ, რომ გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს ურაინისთვის, მცდარია. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისგანაც ხალხი სამართლიანად ითხოვს ბევრს. ასევე, ბოლო წლებში გერმანია ძალიან არაკრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ“, – აცხადებს ჰაბეკი.

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი“ ბიოტერორიზმის საფრთხედ განიხილება

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებამ პანდემიის სახე მიიღოს. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ინფექცია ბიოტერორიზმის საფრთხედაც კი განიხილება. „ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე, პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, არ არის გამორიცხული, „მაიმუნის ყვავილმა“ პანდემიის სახეც მიიღოს. პანდემიის საწინააღმდეგო გავრცელების არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და მეორე – არსებობს ნაწილობრივ იმუნური ფენა და ეს მაღალი ასაკის ადამიანები არიან. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, გამორიცხული არ არის რომ პანდემიური ხასიათი მიიღოს. ზოგადად, „ყვავილი“ „მაიმუნის“ ყვავილიც და კიდევ რამდნიმე სხვა ინფექციური აგენტი მიჩნეულია ბიოტერორიზმის შესაძლო საფრთხედ. ამიტომ, ამერიკის შეერთებული…

მეტი...

„პუტინი მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა“ – აცხადებენ პენტაგონში

პენტაგონი რუსეთს ისევ მიმართავს და მოუწოდებს, უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, ამ ეტაპისთვის პუტინი უკრაინასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ , პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა – გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, პუტინს კონფლიქტის დიპლომატიურად დარეგულირების სურვილი არ გააჩნია. „მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, -აცხადებს ჯონ კიბრი.  

მეტი...

„მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე არსებობს, გერმანიამ 40 00 დოზა შეუკვეთა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ევროპაში გავრცელებული „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე შექმნილია და მსოფლიოს ქვეყნები მას აქტიურად იმარაგებენ. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვაქცინა ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია. „ამ ვირუსთან ეფექტურია „ყვავილის“ ვაქცინაც. ასევე, არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. კითხვაზე, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო, იმ ფონზე, რომ ვირუსი ევროპაში ვრცელდება, ინფექციონისტმა გვიპასუხა, რომ ვაქცინაზე უნდა ვიფიქროთ. „მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო…

მეტი...

„ქალაქები განადგურებულია, ზღვა ბლოკირებულია, ჩვენ კი თავისუფლები ვრჩებით”, – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობასა და რუსეთ უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა თავისუფალია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის აღდგენა სწრაფად უნდა მოხდეს და ამ პროცესში ჩართვა სტუდენტებსაც შეუძლიათ. „ამ ომის შემდეგ, რაღაც შეიცვლება თქვენ. ამერიკელ ხალხსა და ჩვენს ურთიერთობაში ის უკვე იცვლება, ჩვენ უფრო დავახლოვდით. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა “თავისუფლებას” ვამბობთ. რამდენის გაკეთება შეგვეძლო ერთად. ახლა ვგრძნობ მსგავს ამაღლებულ განწყობას, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს თვალებს და მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იქნება უკრაინაში და ჩვენს ომის…

მეტი...

„პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინული ერის კულტურა“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. „ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას.  

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი“ სქესობრივი გზითაც ვრცელდება და განსაკუთრებული რისკია ჰომოსექსუალებში

ევროპაში გავრცელებული ახალი ვირუსი – „მაიმუნის ყვავილი“ სიმპტომებთ გრიპს ჰგავს, თუმცა, 3 დღის შემდეგ გამონაყარი ვითარდება. კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს „მაიმუნის ყვავილს“ და როგორც უნდა ამოვიცნოთ ის, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, ასევე ბიოლოგიურ სითხეებზე მჭიდრო კონტაქტით. „ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. ახასიათებს თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება., სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. სპეციფიკურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც…

მეტი...

„საერთოდ წაკითხული გაქვთ რომელიმე კანონი?“ – მინისტრი დეპუტატს

„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთს წევრს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მიუმართავს და გაჟღერდა მოწოდება, რომ მის მიერ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მინისტრმა განმარტება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. „იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული ჰქონდა გამოძიება და როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ იგი თითქოსდა 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს. შესაძლებელია ამ ინფორმაციას მოჰყოლოდა მღელვარება. ეს კადრები…

მეტი...

„მარგინალები და ოდიოზური პერსონები ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი“ – თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს პასუხობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, სამყაროში სულ ჩნდებოდა და მომავალშიც გაჩნდება ახალი ინფექციები, მათ მართვას მთელი მსოფლიოს პროფესიონალების კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონკრეტული ექიმის გასაგონად ამბობს, რომ მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს – თვით ამერიკასაც კი. „ქალბატონი თამრიკო ქვარცხავა არის ცნობილი ქართველი ექიმი და მკვლევარი, რომელიც დიდი ხანია, წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ში. მისი ფეისბუქპოსტები, მათ შორის COVID-თან დაკავშირებით გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმით და ობიექტურობით. ა.წ.…

მეტი...

„გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ“ – მინისტრი დეპუტატს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს „ბატარიადამჯდარი“ უწოდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანამდე კი, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ანი წითლიძემ რატი ბრეგაძე მონად მოიხსენია. „დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი. ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება“ – მიმართა მინისტრმა დეპუტატს და რამდენჯერმე მოუწოდა დამშვიდებისკენ. „დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, – მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მინისტრმა დეპუტატს. წითლიძეს ბრეგაძე რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია და მისი…

მეტი...

„შეაყარე კედელს ცერცვი“ – გიორგი ვაშაძე პრემიერზე

“შეაყარე კედელს ცერცვი”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას. მისი თქმით, მთავრობა ორიენტირებულია ტყუილებზე. “ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარა. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის “შეაყარე კედელს ცერცვი”, ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში პრემიერის…

მეტი...