„90%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, 15%-ს ღვიძლის გადანერგვა“ – ბავშვებში გავრცელებული ჰეპატიტი

ბავშვთა ახალი ჰეპატიტის უკვე 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს,  აღნიშნული ჰეპატიტი ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია და კვლევებში არ ვლინდება.

„ბავშვთა ჰეპატიტი ძალიან სპეციფიკურ ჯგუფში, ძირითადად გავრცელებულია 1-დამ 16 წლამდე ბავშვებში. მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებით მიდის. 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ახასიათებს სიყვითლე, გულის რევა, ღებინება. საინტერესოა, რატომ გახდა  პრობლემა? ჯერ ერთი, ეპიდემიოლოგიურად ძალიან უცნაურია, რომ  ყველა აქამდე არსებულ ჰეპატიტებს შორის A, B, C ჰეპატიტი, რაზეც ბავშვებს კვლევებს უტარებენ,  არ ვლინდება. სხვა ახალი ინფექციითა გამოწვეული. მეორე ის, რომ გართულებების სიხშირე საკმაოდ მაღალია. 90%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 10-დან 15%-მდე დასჭირდა ღვიძლის გადანერგვა. ბავშვებში იყო ლეტალური შემთხვევებიც. ლაპარაკია 2 შესაძლო მიზეზზე – ერთი არის ადენოვირუსი და მეორე- შესაძლო ასოციაცია კორონავოირუსთან“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.

მსგავსი თემები