,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანქციები მოიხსნება”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია დასავლეთის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ  დაწესებული სანქციების მოხსნა უახლოეს მომავალში. სერგეი ლავროვის თქმით, სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა.

,,დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება, რომელიც დამოუკიდებლადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უპირობო პრიორიტეტია. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს.

სანქციების დაწესების ტემპი და მოცულობა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ იყო დაწერილი “ერთ ღამეში”. ისინი დიდხანს ემზადებოდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სანქციები მოიხსნება. პრეზიდენტმა მაკრონმა არაერთხელ ისაუბრა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აუცილებლობაზე, მაგრამ შტატები არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს, ისინი ამას არ დაუშვებენ. ამერიკამ ევროპა მთლიანად დაიმორჩილა,” – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

მსგავსი თემები