„სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ სევეროდონეცკში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ქალაქის სრული ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს ოკუპანტთან საბრძოლველად.

„სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის. მათ არ აინტერესებთ, რამდენი სიცოცხლის გადახდა მოუწევთ ბულვარზე რუსული დროშის აღმართვის მცდელობისთვის. რა მწარედ ჟღერს ეს სახელი ახლა – ხალხთა მეგობრობის 32, სადაც მდებარეობს სევეროდონეცკის ადმინისტრაცია. რუსეთმა შეკრიბა ძალიან დიდი ძალები ჩვენს დონბასში, ძალიან მოემზადა იქ შეტევისთვის. ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს. მშვიდობა მართლაც პირველი სამიზნეა რუსეთისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ თავდასხმის შესაჩერებლად. არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ვიპოვოთ მეტი იარაღი, უფრო თანამედროვე იარაღი ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დასაცავად. დღეს ხარკოვს ვესტუმრე, თავად ქალაქს და ჩვენი სამხედროების მოწინავე პოზიციებს რეგიონში. ხარკოვი გადაურჩა დამპყრობლების საშინელ დარტყმებს. ქალაქის შავი, ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები, ცეცხლით დამწვარი ფანჯრებით იყურება აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ, საიდანაც ისროდა რუსული არტილერია, საიდანაც მოფრინდნენ რუსული თვითმფრინავები. ისინი უყურებენ რუსეთს და ახლა, როგორც სარკეში, რუსული სახელმწიფო საკუთარ თავს ხედავს“, – აღნიშნა ვოლოდიმი ზელენსკიმ.

მსგავსი თემები