პოლონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინული მხარის თანხმობის შემთხვევაში, პოლონეთი მზადაა, უკრაინის  უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი გახდეს.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნება მომეცით, გავიმეორო – მოლაპარაკებების მაგიდასთან“ – აცხადებს ანჯეი დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტის შეფასებით, როცა მან პრეზიდენტ ზელენსკისგან კითხვა მიიღო უსაფრთხოების გარანტორობასთან დაკავშირებით, შესაბამისი დასტურიც გასცა.

„მე მკითხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანახმა ვიყავით თუ არა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფო ვყოფილიყავით. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია. მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, როგორც უკრაინის მეზობელი. თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები