„პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინული ერის კულტურა“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას.

 

მსგავსი თემები