„ქალაქები განადგურებულია, ზღვა ბლოკირებულია, ჩვენ კი თავისუფლები ვრჩებით”, – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობასა და რუსეთ უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა თავისუფალია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის აღდგენა სწრაფად უნდა მოხდეს და ამ პროცესში ჩართვა სტუდენტებსაც შეუძლიათ.

„ამ ომის შემდეგ, რაღაც შეიცვლება თქვენ. ამერიკელ ხალხსა და ჩვენს ურთიერთობაში ის უკვე იცვლება, ჩვენ უფრო დავახლოვდით. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა “თავისუფლებას” ვამბობთ. რამდენის გაკეთება შეგვეძლო ერთად. ახლა ვგრძნობ მსგავს ამაღლებულ განწყობას, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს თვალებს და მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იქნება უკრაინაში და ჩვენს ომის შემდგომ რეკონსტუქციას დაეხმარებით, რადგან ეს, თავისუფლების დაცვის შესახებ ყველაზე დიდი პროექტია, რომელშიც თქვენს თაობას მონაწილეობა შეუძლია. ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით”, – პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები