,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რთული და კომპლექსური საკითხია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. მისი თქმით, თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუსული ნავთობის შეძენაზე, პუტინი მოძებნის სხვა ბაზარს და ამით, შესაძლოა უფრო მეტი სარგებელიც მიიღოს.

,,ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. ჩვენ, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი, რომ ჩვენს ეკონომიკას დიდი ზიანი არ მივაყენოთ. თუ ჩვენ დღეიდან რუსულ ნავთობზე სრულად ვიტყვით უარს, მაშინ პუტინი სავარაუდოდ, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და მეტს გამოიმუშავებს. ეს, მის საომარ სახსრებს შეავსებს. ასე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სტრატეგიული ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები