„ეს ადამიანი მალე აღარ იქნება და მერე კვლევებს რა აზრი აქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში საკუთარი შვილი, მიხეილ სააკაშილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მდგომარეობა ისევ რთულია და სასწრაფოდ უცხოეთში გადაყვანა სჭირდება.

„მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის. მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით.  ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები