„მაიმუნის ყვავილი“ ბიოტერორიზმის საფრთხედ განიხილება

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებამ პანდემიის სახე მიიღოს. როგორც ინფექციონისტმა მედიაცენტრ მთავართან განაცხადა, ინფექცია ბიოტერორიზმის საფრთხედაც კი განიხილება.

„ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე, პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, არ არის გამორიცხული, „მაიმუნის ყვავილმა“ პანდემიის სახეც მიიღოს. პანდემიის საწინააღმდეგო გავრცელების არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და მეორე – არსებობს ნაწილობრივ იმუნური ფენა და ეს მაღალი ასაკის ადამიანები არიან.

თუმცა, კიდევ გავიმეორებ, გამორიცხული არ არის რომ პანდემიური ხასიათი მიიღოს. ზოგადად, „ყვავილი“ „მაიმუნის“ ყვავილიც და კიდევ რამდნიმე სხვა ინფექციური აგენტი მიჩნეულია ბიოტერორიზმის შესაძლო საფრთხედ. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მხრივ სერიოზულ მზადყოფნაშია“ – განცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

 

 

მსგავსი თემები