,,რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა რღვევას იწყებს“- რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა ირღვევა.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. ხვალინდელი სამიტის გათვალისწინებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა უკვე რღვევას იწყებს“, – განაცხად გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებს, ევროკავშირის ლიდერები 30 და 31 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას განიხილავენ. არსებული ცნობით, სანქციები მოიცავს ნავთობის ემბარგოს და პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დაჩქარებას.

მსგავსი თემები