,,ნატო აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში” – მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, ნატო არ არის ვალდებული თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში.

მისი თქმით, რუსეთმა თავისი ქმედებებით, 25 წლის წინ ნატო-სთან ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ თავადვე გაანადგურა.

„აიღეს ვალდებულება, არ დასხმოდნენ თავს მეზობლებს, რასაც ახლა აკეთებენ და ნატო-სთან რეგულარული კონსულტაციები გაემართათ, რასაც არ აკეთებენ. ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში. არანაირად არ არის შეზღუდული აღმოსავლეთ ფლანგზე ძლიერი პოზიციის შესაქმნელად,”- განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მსგავსი თემები