,,უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული მიზეზის გამოს, პრემიერი ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში ვერ შედგება.

,,რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი ? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არის გარკვეულ დაბრკოლებებთან დაკავშირებული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები