საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს მთავრობას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზად არის დახმარებისთვის”, – წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

 

მსგავსი თემები