ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის მიზეზი ინტიმური ურთიერთობა გახდა. შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში მოხდა. როგორც ერთ-ერთი ტრანსგენდერი აცხადებს, ინციდენტი მასთან სახლში მოხდა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირი სახლში ესტუმრა და მომსახურება მოსთხოვა. შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა და ადგილზე რამდენიმე ადამიანი მიიყვანა. დაზარალებულის ინფორმაციით, 30-მდე კაცმა მათზე ფიზიკურად იძალადა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.